დმანისის

„პირველი ევროპელების“ სამშობლო, დმანისი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლია, რომელიც ადამიანის ევოლუციის შესახებ ჩვენს წარმოდგენას ცვლის.

“Development of rural tourism in the Dmanisi region through the implementation of an innovative model for developing local tourism products” – a project carried out by the Society of Friends of the Korycin Land and the Georgian Ecological Agricultural Association “SEMA”. Project co-financed within the framework of the Polish development cooperation of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.

პროექტი „დმანისის რეგიონში სოფლის ტურიზმის განვითარება ადგილობრივი ტურისტული პროდუქტების შექმნის ინოვაციური მოდელის დანერგვის გზით“ ხორციელდება კორიცინის მიწის მეგობართა საზოგადოებისა და საქართველოს ეკოლოგიურ მიწათმოქმედთა ასოციაცია სემა (SEMA)-ს მიერ. პროექტს აფინანსებს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში.

ინფორმაცია პოლონეთის დახმარების დაფინანსების შესახებ
(წასაკითხად დააწკაპუნეთ)

Information on financing from Polish aid funds
(click to download)

დმანისის რეგიონი

დმანისის რაიონი მდებარეობს ქვემო ქართლის სამხრეთ-დასავლეთით, საქართველოში. დღევანდელი დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ძირითადად მის უძველეს ისტორიულ და გეოგრაფიულ საზღვრებს მიჰყვება და მოიცავს „დმანისხევის“ (დმანისის ხეობის) ტერიტორიას – მდინარე მაშავერას ზემო ხეობას – ასევე ზურტაკეტის აუზს (შავწყალა/ყარაბულახის მდინარე) და ქცია-ხრამის ზემო ხეობას.

დმანისი ჩრდილოეთით ესაზღვრება წალკასა და თეთრიწყაროს, აღმოსავლეთით ბოლნისს, დასავლეთით ნინოწმინდას და სამხრეთით სომხეთის რესპუბლიკას. მუნიციპალიტეტი 1,198.8 კმ²-ზეა გადაჭიმული და აერთიანებს ადმინისტრაციულ ცენტრს, ქალაქ დმანისს, 59 სოფელთან ერთად. დღეს აქ დაახლოებით 20,000 ადამიანი ცხოვრობს.

დმანისის მრავალფეროვანი ბუნებრივი ლანდშაფტები აერთიანებს მკვრივ ტყიან მთებსა და ხეობებს, მთის სტეპის ლავის პლატოებს, მდინარის კანიონებს და თვალწარმტაც სუბალპურ და ალპურ მდელოებს, რაც ქმნის მიკრორეგიონს განსაკუთრებით მდიდარი ფლორითა და ფაუნით.

დმანისი ისტორიული წარსული

დმანისის მხარე ადამიანის მრავალფეროვანი ისტორიული წარსულის ამსახველი ცოცხალი მატიანეა. ის, სხვადასხვა ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე მდებარეობით, ადგილობრივი თვითმყოფადი მატერიალური და სულიერი კულტურით, საქართველოს ერთ-
ერთი დაწინაურებული მხარეა. უძველესი დასახლების, სასიმაგრო პუნქტების, სავაჭრო-
საქარავნო გზების კვალი, დმანისის განსაკუთრებულ გეოგრაფიულ მდებარეობასა და სტრატეგიულ მნიშვნელობაზე მიუთითებს.

შუა საუკუნეების ქალაქი დმანისი

დმანისის შუა საუკუნეების ძეგლი მრავალშრიანი არქეოლოგიური ძეგლია, რომელიც მრავალი ეპოქის კვალს ინახავს. ქვის ხანის დასახლების, გვიანი ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის სოფლისა და გვიანი ანტიკური ხანის საცხოვრებლის ადგილას, IX საუკუნეში დაარსდა ციხე-ქალაქი, საიდანაც დმანისი ზემო მაშავერას ხეობის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ცენტრი გახდა.

„პირველი ევროპელები“ – დმანისის ჰომინინები

XX საუკუნი 80-იანი წლებში დმანისის ნაქალაქარის ტერიტორიაზე, შუა საუკუნეების
არქეოლოგიური ფენების ქვეშ, ადრე ქვისხანის განამარხებული ცხოველების ძვლები
და ქვის იარაღები აღმოჩნდა, ხოლო 1991 წელს ძველი ადამიანის პირველი ნაშთი
– ქვედა ყბა. დმანისის აღმოჩენები მსოფლიოში ერთ-ერთი მდიდარი და სრული
პალეოანთროპოლოგიური კოლექციაა.