ტურისტული კატალოგი – დმანისის ღირსშესანიშნაობები

დმანისის არქეოლოგიური
მუზეუმ-ნაკრძალი

დმანისის არქეოლოგიური მუზეუმი საქართველოში პირველი ღია ცის ქვეშ მოწყობილი მუზეუმია, რომელიც მდებარეობს დმანისის არქეოლოგიურ ტერიტორიაზე, სოფელ პატარა დმანისში. მუზეუმის თანამედროვე არქიტექტურა, რომელიც გათხრების ტერიტორიის დასაცავად არის შექმნილი, იფარავს მსოფლიოში ცნობილ არქეოლოგიურ ფენებს და ამავდროულად ქმნის კომფორტულ პირობებს სამეცნიერო კვლევისა და საზოგადოებისთვის.

დმანისის არქეოლოგიური ძეგლი წარმოადგენს ჰომინიდების ერთ-ერთ უძველეს აღმოჩენას და იქ, სადაც ბუნებამ ადამიანის ცხოვრება დაამკვიდრა კავკასიის შუა საუკუნეების ქალაქ დმანისში (ახ. წ. 80-18 საუკუნეები). დმანისის შუა საუკუნეების ქალაქი რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა. მთავარი, „შიდა ქალაქი“ (13 ჰექტარი), დაცული იყო მაშავერასა და პინეზაურის მდინარეების ღრმა ბუნებრივი ხეობებით, ასევე თავდაცვითი კედლებით. მიმდებარე ტერიტორიები, რომლებიც დაახლოებით 30-40 ჰექტარზე იყო განლაგებული, კანიონის ხეობების გასწვრივ მდებარე ძველი გარეუბნებისგან შედგებოდა. ესენია კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულების კომპლექსები და დაახლოებით 25-30 ჰექტარზე გადაჭიმული სასაფლაო.

ინფორმაცია ვიზიტორებისთვის:
მისამართი: დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი პატარა დმანისი,
საფოსტო ინდექსი: 1700.
სამუშაო დრო: 10:00-17:30 სთ., ყოველდღე (ორშაბათისა და ოფიციალური
უქმეებე დღეების გარდა, ასევე გათვალისწინეთ რომ მუზეუმ-ნაკრძალი
დროებით იხურება სეზონურად, დეკემბერ-მარტის თვეებში):

კონტაქტი:
დმანისი: (+995) 555 400850 − დმანისის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის
ადმინი სტრაცია;

დამატებითი კონტაქტი:
თბილისი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ცენტრალური ოფისი −
ა. ფურცელაძის ქუჩა 3, საფოსტო ინდექსი: 0105;
ტელ: +(995 32) 299 80 22 (კანცელარია);
+(995 32) 299 71 76 (საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური)
ელფოსტა: info@museum.ge | ვებსაიტი: www.museum.ge

სასიმაგრო სტრუქტურებიი

ციკლოპური ციხე-სიმაგრე.

გვიან ბრინჯაოს ხანა (ძვ. წ. XIII-VIII სს). სოფ. ირგანჩაი (ძვ. ხუცის სოფელი), სოფლიდან ჩრდ-დასავლეთით, მთის მწვერვალზე. წრიული ფორმის, აგებულია დიდი ზომის ბაზალტის ლოდებით.

“„ნახევარ-ეკლესია“ – ნასოფლარი საკარისი”

შუა საუკუნეების ნასოფლარი ერთნავიანი ეკლესიის ნაშთებით და საგზაო პუნქტი ციხით. მდებარეობს სოფ. მთისძირის სამხრეთ- დასავლეთით, მდინარეების ყირმიზქილისას და მამუთლის ხევის შესართავთან, მაღალ ვუნკანურ კონცხზე. აღნიშნული სოფელი „საკარისი“, სადაც არსებობდა ეკლესია და რომელიც ჯავახეთისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობდა, უნდა იყოს ქართველი გეოგრაფის ვახუშტი ბაგრატიონის რუკაზე (XVIII ს) მონიშნული.

ლოკის ციხე

შუა საუკუნეების ციხესიმაგრე ლოქის ქედის
თხემზე. ამჟამად მოქცეულია უშუალოდ
საქართველო-სომხეთის საზღვარზე.

“Development of rural tourism in the Dmanisi region through the implementation of an innovative model for developing local tourism products” – a project carried out by the Society of Friends of the Korycin Land and the Georgian Ecological Agricultural Association “SEMA”. Project co-financed within the framework of the Polish development cooperation of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.

პროექტი „დმანისის რეგიონში სოფლის ტურიზმის განვითარება ადგილობრივი ტურისტული პროდუქტების შექმნის ინოვაციური მოდელის დანერგვის გზით“ ხორციელდება კორიცინის მიწის მეგობართა საზოგადოებისა და საქართველოს ეკოლოგიურ მიწათმოქმედთა ასოციაცია სემა (SEMA)-ს მიერ. პროექტს აფინანსებს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში.

ეკლესიები და სამლოცველოები

Ა Დ Რ Ე Შ Უ Ა Ს Ა Უ Კ Უ Ნ Ე Ე Ბ Ი Ს Ს Ა Მ Ლ Ო Ც Ვ Ე Ლ Ო Ე Ბ Ი
( V I – X Ს Ა Უ Კ Უ Ნ Ე Ე Ბ Ი )

ქვემო ოროზმანის ეკლესია

IX-X სს. ეკლესია ერთსაფეხურიან ცოკოლზე დგას. ნაგებია ბაზალტის სხვადასხვა ზომის ქვებით კირის დუღაბზე. კარი სამხრეთის მხრიდანაა. იგი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან თაღოვანი. ვიწრო თაღოვანი სარკმელები ერთ ქვაშია გამოჭრილი. ეკლესიის გარშემო ვრცელი სასაფლაო.

ვაკის ეკლესია და ნასოფლარი.

ნასოფლარის ეკლესია (VII-IX სს.) ერთნავიანი, გეგმაში წაგრძელებული ნაგებობაა. აგებულია ბაზალტის დიდი ზომის ქვებით კირის დუღაბზე. ეკლესიის გარშემო ნასოფლარი და სასაფლაოა.

„ორკარიანი ეკლესია“

VI საუკუნე. მდებარეობს სოფელ უკანგორაში. ეს ეკლესია ადრექრისტიანული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია. ამ კომპლექსიდან მომდინარეობს რამდენიმე წარწერა რომლებიც V-VI საუკუნეებით თარიღდება

შინდნარის ეკლესია

VII ს. ეკლესია სოფელ შინდლარში (ძვ. შინდნარი), შემაღლებულ ბორცვზე დგას. სოფლის ძველი და დღეისთვის ფორმაშეცვლილი სახელწოდება შინდის ხისგან მომდინარეობს: შინდნარი − შინდის ხეების ადგილი. ტაძრის კედლები შავი-მონაცრისფრო ბაზალტის ოთკუთხა ფორმის ქვებით არის ნაგები. კონსტრუქციული ელემენტები შედარებით ნათალი და მოზრდილი კვადრებით არის გამოყვანილი. ეკლესია გეგმით მართკუთხა, დარბაზული ტიპისაა. ინტერიერის აღმოსავლეთი კედელი ნახევარწრიული აფსიდით არის განსრულებული. მთავარი ტაძარს სამხრეთით მთელს სიგრძეზე მიდგმული აქვს ეგვტერი. ტაძარს ცილინდრული კამარა ხურავს, რომლის კარნიზი დაბალი თლილი ქვებით არის გამოყოფილი. მთავარი ნავის შიდა სივრცე სამხრეთით გაჭრილი ერთადერთი არქიტრავული კარითა და აღმოსავლეთ, სახმრეთ და ჩრდილოეთ კედლებში განთავსებული სარკმლებით ნათდებოდა. სამხრეთი მინაშენი ეგვტერიც, ისევე როგორც ეკლესიის ძირითადი სივრცე, ცილინდრული კამარითაა გადახურული და ცალფერდა გადახურვა აქვს. ისიც მხოლოდ სამხრეთ კედელში არსებული ორთაღოვანი და წრიული სვეტით გაყოფილი კარით ნათდება.

Გ Ა Ნ Ვ Ი Თ Ა Რ Ე Ბ Უ Ლ Ი Შ Უ Ა Ს Ა Უ Კ Უ Ნ Ე Ე Ბ Ი Ს
Ე Კ Ლ Ე Ს Ი Ე Ბ Ი ( X I – X I I I Ს Ა Უ Კ Უ Ნ Ე Ე Ბ Ი )

ზემო ოროზმანის ეკლესია

XII-XIII სს. ერთნავიანი მომცრო ეკლესიის გარშემო ძველი სასაფლაო. ერთ-ერთ ქართულწარწერიან საფლავის ქვაზე იკითხება პაპუნა გოჰაბასშვილის ეპიტაფია (XVII-XVIII სს).

„თამარ მეფის ეკლესია“

XIII ს.დარბაზული ტიპის ერთნავიანი ეკლესია. დასავლეთ ფასადზე არსებულ ქვებზე ქართული ასომთავრული წარწერები იყო ამოკვეთილი. სამშენებლო წარწერაში მოხსენიებული არიან მეფეთმეფე თამარი და ერისთავი კახა, მისი დედა კრავაი და ეკლესიის აღმშენებელი ბეღელას ძე ოქროპირი. წარწერიანი ქვები ამჟამად გამოფენილია ბოლნისის მუზეუმის ექსპოზიციაზე. ეკლესიის გარშემო ვრცელი ნასახლარი და სასაფლაოა.

ლაკლაკაშენის ეკლესია

XI-XII სს.მდებარეობს სოფელ საფარლოს – ისტორიული ლაკლაკაშენის ჩრდილოეთით. ხასიათდება განვითარებული შუა საუკუნეების (XI-XIII სს) ტიპური არქიტექტურული ნიშნებით. იგი ერთნავიანი, გეგმაში მართკუთხედის ფორმისაა. აგებულია სხვადასხვა ზომის დამუშავებული ტუფის ქვებით. ინტერიერის აღმოსავლეთ ნაწილში ნახევარწრიული აბსიდიაა მოწყობილი. ეკლესიაში შესასვლელი კარი სამხრეთიდანაა. კარი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი თაღოვანი. ეკლესიის ოთხი სარკმლიდან ერთი აღმოსავლეთ კედელში, მეორე დასავლეთ, ხოლო მესამე და მეოთხე სამხრეთ კედლებშია მოწყობილი. ეკლესიის გარშემო სასაფლაო და შენობების ნაშთებია (სავარაუდოდ ნამონასტრალი).

ეკლესია „აპალდელიმო“

XI-XII სს. მდებარეობს სოფელ საკირის სამხრეთით. ხასიათდება განვითარებული შუა საუკუნეების (XI-XIII სს) ტიპური ქართული არქიტექტურული ნიშნებით. იგი ერთნავიანი, გეგმაში მართკუთხედის ფორმისაა. აგებულია სხვადასხვა ზომის დამუშავებული ტუფის ქვებით. ინტერიერის აღმოსავლეთ ნაწილში ნახევარწრიული აბსიდია მოწყობილი. ეკლესიაში შესასვლელი კარი სამხრეთიდანაა. კარი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი თაღოვანი. ეკლესიის ქვით ნაგები ნავი ჩანგრეუკლია. ეკლესია XIX-XX სუკუნეებში ახალმოსახლე ბერძნული მოსახლეობის მიერ აღდგენილი და გადახურულია ხის კოჭებით და კრამიტით.

ნასოფლარ თაგუთის ეკლესია

XI-XII სს. მდებარეობს სოფელ მამიშლოს (ძვ. თაგუთი) სამხ-აღმოსავლეთით დაახ. 200 მეტრში. ეკლესია ერთნავიანი, გეგმაში მართკუთხედის ფორმისაა. აგებულია სხვადასხვა ზომის სუსტად დამუშავებული ქვებით. ინტერიერის აღმოსავლეთ ნაწილში ნახევარწრიული აბსიდია მოწყობილი. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთ კედელშია. იგი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი თაღოვანი. არქიტრავის ქვად გამოყენებულია დიდი ზომის სადა, უორნამენტო ქვა. ეკლესიის სამი სარკმლიდან ერთი აღმოსავლეთ კედელში, მეორე სამხრეთ და მესამე დასავლეთ კედელშია გაჭრილი. ეკლესიის გარშემო დიდი სასაფლაოა მოწყობლი. სასაფლაოზე ჩანს როგორც განვითარებული შუა საუკუნეების (XI-XIII სს), ისე გვიან შუა საუკუნეების (XV-XVIII სს) საფლავის ქვები. მართკუთხედის ფორმის, ლოდის ტიპის საფლავის ქვები ზედაპირზე მიცვალებულის ჰორელიეფური გამოსახულებებით; ზოომორფული − ვერძის ქანდაკებიანი საფლავის ქვები და სხვ.

წმინდა გიორგის ეკლესია

სოფელი გორა. მდებარეობს სოფელის ცენტრში. ხასიათდება განვითარებული შუა საუკუნეების (XI-XIII სს) ტიპური არქიტექტურული ნიშნებით, თუმცა ეკლესიას ეტყობა ბევრი გადაკეთების კვალი. იგი ერთნავიანი, გეგმაში მართკუთხედის ფორმისაა. აგებულია სხვადასხვა ზომის დამუშავებული ტუფის ქვებით. ინტერიერის აღმოსავლეთ ნაწილში ნახევარწრიული აბსიდია მოწყობილი. ეკლესიაში შესასვლელი კარი სამხრეთიდანაა. ეკლესია XX საუკუნეში ბერძნული მოსახლეობის მიერა აღდგენილი. სამხრეთიდან ახალი მინაშენი აქვს.

„მაშავერის წმინდა გიორგი“

ძეგლი მდებარეობს სოფელ მაშავერაში, ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე, მდ. მაშავერას მარჯვენა მხარეს, ვულკანურ პლატოზე. ხასიათდება განვითარებული შუა საუკუნეების (XI-XIII სს) ტიპური არქიტექტურული ნიშნებით, თუმცა ეკლესიას ეტყობა ბევრი გადაკეთების კვალი. ეკლესია ხელოვნურად მოსწორებულ ადგილას, ერთსაფეხურიან ცოკოლზე დგას. მცირე ზომის, 5.5×9.6 მეტრი, წაგრძელებული- სწორკუთხოვანი გეგმარების ერთნავიანი ეკლესია ნაგებია უხეშად ნათალი ბაზალტის ქვით კირის დუღაბზე. ეკლესიის კუთხეები და კონსტრუქციული ელემენტები სუფთად ნათალი ქვათლილებითაა გამოყვანილი. ეკლესიის ერთადერთი კარი, რომელსაც დიდი არქიტრავი ხურავს, სამხრეთ კედელშია გაჭრილი. ეკლესიის სამი სარკმელი აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია გაჭრილი. აღმოსავლეთ სარკმლის ღიობის წყვილი სადა ლილვი შემოუყვება, დასავლეთი ფასადის ორკალთა გადახურვის ქიმზე ოთხ მრგვალ სვეტზე დამყარებული სამრეკლო ფანჩატური დგას

ბოსლების სამება

XII-XIII სს. ეკლესია დაბა კაკლიანსა და ბოსლებს შორის, პატარა გორაკის ფერდზე მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის კედლები ფაქტიურად გაძარცვულია და პერანგშემოცლილია, ძეგლი მაინც ინარჩუნებს ძველი დიდების კვალს – ალაგ- ალაგ შემორჩენილია ჩუქურთმები სარკმლების გარშემო, შესასვლელი თაღების ფრაგმენტები, ცრუ ნიშების დეკორატიული მოჩარჩოება. ჩუქურთმები უმაღლესი დონის ოსტატობითაა შესრულებული. ინტერიერში შემორჩენილია ფრესკის ფრაგმენტები, დახვეწილი, მკაფიო სილუეტით, რაც მშენებელთა მაღალ ოსტატობაზე მიუთითებს

საყდრისქედის ეკლესია

XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე აგებული ერთნავიანი ე.წ. საყდრისქედის ეკლესია დმანისის ნაქალაქარის გარეუბანში მდებარეობს და იგი უშუალოდ დმანისის მმართველ ელიტას უკავშირდება. ამ ეკლესიის არქეოლოგიურ გათხრებისას აღმოჩენელი წარწერები კი უძვირფასეს ცნობებს გვაწვდის ქალაქის მოსახლეობის მაღალი სოციალური წრის ეკონომიკურ მდგომარეობის და ეთნიკურ-კონფესიური სურათის, ქალაქის მმართველობის შესახებ. აღნიშნულ პერიოდის დმანისი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქთაგანი გახლდათ. ამიერკავკასიის უმთავრეს სავაჭრო მაგისტრალების გზაჯვარედინზე მდებარე ეს ქალაქი გათქმული იყო ქალაქური ხელოსნური წარმოებით და ვაჭრობით. საყდრისქედის ეკლესია დარბაზული ტიპის ერთნავიანი ნაგებობაა, ზომით 5.85×3.25 მეტრი. თავდაპირველი სიმაღლით ეკლესიის მხოლოდ აღმოსავლეთი კედელია შემორჩენილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენილი საუცხოო ჩუქურთმებით შემკული ტუფის ქვის კანკელი. საყდრისქედის კანკელი, თავისი კონსტრუქციით, შემადგენელი სეგმენტებითა და შემკულობაში გამოყენებული ორნამენტული მოტივებით, მსგავსებას ამჟღავნებს XII-XIII საუკუნეების სხვა ცნობილ ისეთ ქართულ კანკელებთან, როგორიცაა სათხის და გუდარეხის კანკელები. ეკლესიის კანკელი ამჟამად გამოფენილია ბოლნისის მუზეუმის შუა საუკუნეების ექსპოზიციაზე და კანკელის, მის წინ მდგარი წარწერიანი სტელის, საკურთხევლის რეკონსტრუქცია ერთ-ერთ მთავარ ადგილს იკავებს აღნიშნული მუდმივმოქმედი გამოფენის კონცეფციაში. უაღრესად მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველია საყდრისქედში აღმოჩენილი წარწერები. საყდრისქედის ეკლესიიდან რამდენიმე ეპიგრაფიკული ძეგლი მომდინარეობს. მათგან უმთავრესი, დმანისელი ამირის, იობ მიხრიკის-ძის წარწერაა, რომელიც 1210-1223 წლებით თარიღდება.

ორმაშენის ეკლესია

ეერთნავიანი რუხი ფერის თლილი ქვით ნაგები ნაგებობაა (5.5×10.5 მ.), რომლის დარბაზის სივრცე ორი წყვილი პილასტრით სამ ნაწილად ყოფილა გამიჯნული. პილასტრების კაპიტელები პროფილირებულია და შემკულია წრიული ვარდულებით. პილასტრების პირველი საფეხურიდან კედლის სიბრტყეში გადადის დეკორატიული თაღები. ეკლესიის გადახურვის კამარა სრულად არის ჩამოქცეული, თუმცა შემორჩენილია დასავლეთისა და მომდევნო თაღის კვადრები. ეკლესიას შესასვლელი კარი სამხრეთით ჰქონია. ეკლესიის ფასადების მოპირკეთების ქვები ძირითადად გაძარცვულია. შემორჩენილია დასავლეთ სარკმლის საპირეს დეკორაცული მორთულობა; ამავე სარკმლის საპირეზე განთავსებული ყოფილა მოსახსენებელი შინაარსის რვასტრიქონიანი წარწერა (აღნიშნული წარწერიანი ქვა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში ინახება). ქართული ასომთავრულით შესრულებული წარწერის შინაარსი ასეთია:

„ად(იდე)ნ ღ(მერ)|თ(მა)ნ ხ(აჭი)ჭ ე(რისთავთ)|ერ(ისთა)ვი. ა|ღ(ე)შ(ე)ნ(ა) წ(მიდა) ჲ | ეკ(ლესია)ჲ ს(ა)დ(იდე)|ბლად და | ს(ა)ლ(ო)ცვ[(ე)ლ(ა)დ მ[ათთა და მშობელთა მათთათჳს, ა(მე)ნ]“.

პალეოგრაფიული მონაცემების მიხედვით, იგი XII საუკუნით განისაზღვრება. ამავე პერიოდით თარიღდება ეკლესიის დასავლეთ ფასადზე არსებული ორსტრიქონიანი მოსახსენებელი შინაარსის წარწერიანი ფილაც, რომელიც დღეს ტაძრის ინტერიერში დევს „ქ(რისტ)ე, შ(ეიწყალ)ე ხ(ა)ჭ|(ი)ჭ შ(ა)რ(აჲ)სძე“.

„ნიკოლოზისა და ივანეს ეკლესია“

ეეკლესია მდებარეობს სოფელ ბაღჩალარის (ძვ. ხასალაჯვარი) ცენტრში. იგი უკიდურესად ნანგრევების სახითაა შემორჩენილი. დარბაზული ტიპის ტაძარი აღმოსავლეთით მომრგვალებული აფსიდით მთავრდება. ეკლესიას შესასვლელი კარი სამხრეთით ჰქონია. ტაძრის ფასადები და შიდა სივრცეც ნაგები და მოპირკეთებული ყოფილა თლილი ქვით; ეკლესიის კამარა ერთი გამბჯენი თაღით იყო გამაგრებული, რომელიც კედლებზე ჩამომავალ წყვილ პილასტრს ეფუძნებოდა. ინტერიერი უხვად არის შემკობილი რელიფური სამკაულით; პილასტრის სვეტისთავები და კონქის ქუსლის კუთხეები დეკორაციულად არის გაფორმებული. სამლოცველოს ფასადებიც საინტერესოდ არის მხატვრულად გადაწყვეტილი. კედლის ზედა პერიმეტრს შემოუყვება მოჩუქურთმებული კარნიზი. კარის ბალავრის ქვაზე საგანგებოდ ამოტვიფრულია წრეში ჩასმული ჯვარი, რომლის ირგვლივ ამოკვეთლია ისტორიული შინარსისი ოთხსტრიქონიანი წარწერა (დღეს ქვა ორ ნაწილად არის გატეხილი): „ქ(რისტ)ე შ(ეი)წყ(ალე)ნ ნ(ი)კ(ო)ლ(ო)ზ | და ივ(ა)ნე. | შ(ე)წ(ე)ვ(ნი)თა |ღ(მრთისაჲ)თა დ(აი)დვა | ბ(ა)ლ(ავა)რი ესე ქრ(ონი)კ(ონ)|სა სკიჱ, ჴ(ე)ლ|(ი)თა ც(ო) დ(ვი)ლისა მ(ი)ქ(აე)ლ(ისაჲ)|თა“. ამდენად, წარწერაში მოხმობილი თარიღის (ქორონიკონის) მიხედვით, ტაძარი 1018 წელს აგებულა ნიკოლოზისა და ივანეს ქტიტორობით, მიქაელის მიერ.

Გ Ვ Ი Ა Ნ Ი Შ Უ Ა Ს Ა Უ Კ Უ Ნ Ე Ე Ბ Ი Ს Ე Კ Ლ Ე Ს Ი Ე Ბ Ი
( X V – X V I I I Ს Ა Უ Კ Უ Ნ Ე Ე Ბ Ი )

„ძირის ეკლესია“

XVI-XVIII სს. გზის პირას მდგარი დარბაზული ტიპის ეკლესია მცირედ წაგრძელებული, სწორკუთხედი გეგმარებისაა. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთის მხრიდანაა მოწყობილი. გარედან იგი არქიტრავული, ხოლო შიგნიდან თაღოვანია. შიდა სივრცეში, აღმოსავლეთის კედელში ჩაწერილი ნალისებრი აბსიდი არასიმეტრიული ფორმისაა. აბსიდის ცენტრში თაღოვანი სარკმელი მოთავსებული, ხოლო მის ორივე მხარეს ნიშები. ეკლესია აგებულია უხეშად დამუშავებული სხვადასხვა ზომის ბაზალტისა და ქვიშაქვის ქვებით კირის დუღაბზე. „ძირის ეკლესიას“ გასულ წლებში ჩაუტარდა საფუძვლიანი რესტავრაცია, რა დროსაც იგი, ამავე დროს, გადაიხურა კრამიტით.

შორშილეთის ეკლესია

შორშილეთის დარბაზული ტიპის ეკლესია (7.7×4.9 მ.) მდ. ხრამის მარჯვენა მაღალ ნაპირზე, შუა საუკუნეების ნასოფლარ შორშილეთი/შოშილეთის ძველ სასაფლაოზე – მთის ფერდობზე დგას და გვიანი შუა საუკუნეებით (XV-XVIII სს.) თარიღდება. ეკლესია კამარაჩამოქცეული და დაზიანებულია. სამხრეთი მხრიდან რვა მეტრის მანძილზე ამოყვანილია საყრდენი კედელი. სამლოცველოს კედლები ნაგებია სხვადასხვა ფორმისა და ზომის მოთეთრო კირქვით, რომელიც სწორკუთხოვანი კარნიზით სრულდება. საკურთხევლის ნახევარწრიულ აფსიდში სარკმლის ორსავ მხარეს განთავსებულია ორსართულიანი ნიშები. დარბაზის გრძივი კედლები დანაწევრებულია ორსაფეხუროვანი პილასტრებით. პილასტრის პირველი საფეხურიდან აღმოსავლეთით და დასავლეთით გადაყვანილია კედლის თაღები. გრძივი კედლებისა და დასავლეთის კედლის თაღები ეყრდნობა კუთხის პილასტრებს. ეკლესიას არქიტრავული კარი სამხრეთი კედლის ცენტრშია განთავსებული. შიდა სივრცე ნათდებოდა კედლებში გაჭრილი თითო თაღოვანი სარკმლით (გარდა ჩრდილოეთისა). სოფელი შორშილეთი და აქ არსებული ეკლესია როგორც ერთ ერთი საგზაო პუნქტი, მდ. ხრამის ხეობიდან ზურტაკეტისა (შავწყაროსწყლის/ყარაბულახი) და მაშავერას ხეობაში მიმავალი გზების გზაჯვარედინზე მდებარეობდა. იგი აღნიშნულია გეოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონის (XVIII ს.) რუკაზე.

Გ Ვ Ი Ა Ნ Დ Ე Ლ Ი Პ Ე Რ Ი Ო Დ Ი Ს Ე Კ Ლ Ე Ს Ი Ე Ბ Ი
( X I X – X X Ს Ა Უ Კ Უ Ნ Ე Ე Ბ Ი )

საკირის წმ. გიორგის ეკლესია

XIX საუკუნე. ერთნავიანი შვერილაფსიდიანი ეკლესია დგას სოფლის ცენტრში. აგებულია ტუფის და ბაზალტის ქვებით. შესასვლელი კარი დასავლეთის მხრიდან აქვს. დასავლეთითვეა სახურავზე დადგმული სამრეკლო.

„დიდი დმანისის ღვთისმშობელი“

XIXსაუკუნით დათარიღებული ნაგებობა სავარაუდოდ ძველი ეკლესიის საძირკველზეა დაშენებული. ეკლესია თავისი დამხასიათებელი არქიტექტურულ- სივრცობრივი კომპოზიციით გამოირჩევა ქვემო ქართლის სხვა ძეგლებისაგან. შვერილაფსიდიანი ეკლესიის გეგმა საკმაოდ რთულია და გრძივი ღერძის მიმართ სიმეტრიული გეგმის გარე კონტური სამხრეთისა და ჩრდილოეთის მოკლე მკლავებით სქემატურად ხაზავს წაგრძელებულ ტოლმკლავა ჯვარს. შესასვლელი დასავლეთის მხრიდანაა.

ნაგებობის გარე კონტური კარგად ასახავს შიდაგეგმარებას. სამშენებლო მასალად ძირითადად ქართული აგურია გამოყენებული. აგურებთან ერთად კედლის წყობაში ჩართულია ძველი ეკლესიის ფირუზისფერი ქვები. ინტერიერში გამოირჩევა თლილ კვადრატებთან ერთად კედლის წყობაში ჩატანებული ორნამენტირებული დეტალები და კვადრები ლაპიდარული წარწერით. აღნიშნული წარწერიანი კვადრები გვხვდება ჩრდ. დასავლეთ და სამხრ. დასავლეთ ბურჯში.

ეკლესიის საკურთხეველში ჩანს ასომთავრულწარწერიანი კანკელის ფრაგმენტი, ასევე, სავარაუდოდ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გარედან შემოტანილი სხვა, სტელის ფრაგმენტები (ჯვრის, ღვთისმშობლისა და ქრისტეს გამოსახულებით), სავარაუდოდ საფლავის ქვები (ჯვარის, ხოლო ერთ-ერთ მათგანზე რელიეფური არაბული წარწერით).

სამონასტრო კომპლექსები

თაგუთის ნამონასტრალი

XI-XII სს. ძეგლი მდებარეობს სოფელ მამიშლოს (ძვ. თაგუთი) აღმოსავლეთით დაახ. 1 კმ-ში. ეკლესია ერთნავიანი, გეგმაში მართკუთხედის ფორმისაა. აგებულია სხვადასხვა ზომის დამუშავებული ფერადი ტუფის ქვებით. ინტერიერის აღმოსავლეთ ნაწილში ნახევარწრიული აბსიდია არის მოწყობილი. ეკლესიაში შესასვლელი არის სამხრეთიდან. კარი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი თაღოვანი. ეკლესიის სამი სარკმლიდან ერთი აღმოსავლეთ კედელში, მეორე სამხრეთ და მესამე დასავლეთ კედელშია გაჭრილი. ეკლესიის გარშემო სასაფლაო და შენობების ნაშთებია (სავარაუდოდ ნამონასტრალი).

ძველი სასაფლაოები და ისტორიული
მემორიალური ძეგლები

ვარძაგარას ძველი სასაფლაო და ეკლესია

სოფელ ამამლოში მდებარე შუა საუკუნეების სასაფლაო. XIX საუკუნემდე სოფ. ამამლოს ვარძაგარა ერქვა. სასაფლაოზე ერთნავიანი მცირე ეკლესიის (IX ს) ნაშთებია შემორჩენილი. ეკლესიის გარშემო სხვადასხვა პერიოდის და ფორმის საფლავის ქვებია (IXXVIII სს) მიმოფენილი. აქვე იდგა 2 მეტრი სიმაღლის ჯვარი (VIII-IX სს) რომლის ბაზისზეც სამსტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერა (XIII ს.) იყო ამოკვეთილი. ამჟამად მხოლოდ დაზიანებული ბაზისია შემორჩენილი, წარწერები კი განადგურებულია.

დმანისის მუნიციპალიტეტის
თვალწარმტაცი ხედები და მარშრუტები

St. Luke the Evangelist Church – Lukuni Mountain

ლუკუნის ქედის ამ დომინანტური ადგილიდანხელისგულზე იშლება დმანისის ხედები: მდ. მაშავერას ზემო წელი − დმანისის ვულკანური პლატო; შავწყაროსწყლის აუზი − გომარეთ- ზურტაკეტის ვულკანური პლატო და მდინარე ხრამის (ქცია) ხეობა. ლუკუნის მთის მწვერვალიდან პანორამულ ხედებს სამხრეთით ლოქის ქედი, დასავლეთით ჯავახეთის მთები, ჩრდილოეთით კვირიკეთის ქედი და აღმოსავლეთით ხრამისა და მაშავერის ხეობები საზღვრავს. აქედან ერთ კილომეტრში აღმართულია თვალისმომჭრელად მაღალი ძველი სატელევიზიო ანძა, რომლის კიბერპანკური ესთეტიკა ბუნებრივ გარემოსთან კონტრასტში უნიკალურადაა შერწყმული.

ლუკუნის მთის ერთნავიანი ეკლესია მცირე, 5.5×3.58 მეტრი ზომისაა. ეკლესიის სამხრეთის შესასვლელი კარი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი თაღოვანი. არქიტრავად გამოყენებულია დიდი ზომის ქვა, რომელზეც ქართული ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი. დმანისის მხარის ყველაზე გაბატონებულ ადგილას − ზღვის დონიდან 1.900 მეტრზე, ლუკუნის მთაზეა აგებული და იგი ამ მხარის ყველაზე დიდ სიმაღლეზე არსებული ტაძარია.

გეოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონის (XVIII ს.) განმარტებით ამ მთას ლუკუნი ეწოდა სწორედ რომ ლუკა მახარებლის სახელობის ეკლესიის გამო. თუმცა, ეკლესიის კარის არქიტრავზე არსებული ქართული ასომთავრული წარწერით, რომელიც XII-XIII სს-ით თარიღდება, ვიგებთ რომ ამ მთას „ლუკუნი“ ეკლესიის აქ აგებამდე უკვე ერქვა, და რომ რომ ეს ეკლესია რომელიც წმ. გიორგის სახელზე ყოფილა თავდაპირველად აგებული, აქვე, ლუკუნის მთის ჩრდილოეთით მდებარე სოფლებთან − ორმაშენთან და საჯასთან (საჭე) ერთად, მცხეთის საკათალიკოსო ეკლესიის საკუთრება იყო.

დმანისის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი
(დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის განყოფილება)

მისამართი: წმინდა ნინოს ქუჩა 56, დმანისი (საფოსტო ინდექსი 1700), დმანისის მუნიციპალიტეტი, ქვემო ქართლი, საქართველო

მობილური: (+995 558) 44 50 33
ელ. ფოსტა: dmanisitourism@gmail.com
ალტერნატიული ელ. ფოსტა: Dmanisikultura@gmail.com
(დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი)

Facebook: დმანისის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი
www.facebook.com/dmanisitourism

სამუშაო საათები:
ოქტომბერი–მარტი: 10:00–18:00 (ყოველდღიურად)
აპრილი–სექტემბერი: 9:00–18:00 (ყოველდღიურად)
(სამუშაო საათები შეიძლება შეიცვალოს სპეციალური ღონისძიებებისა და სამთავრობო რეგულაციების მიხედვით.)